ადვოკატი - ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია და ახლა ჯერი არის გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც უნდა დაგეგმოს სააკაშვილთან ვიზიტი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე მივიდა.

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესს და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს განიხილავენ.

„ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განვიხილავთ დღევანდელ პროცესს, რაც იყო პოლიტიკური გაგრძელება იმ ფარსისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა შეეცადა კადრების ჩართვით დაედგა შოუ, რაც არ გამოუვიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით განვიხილავთ მომდევნო მოქმედებებს და სამართლებრივ სტრატეგიას. განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს და იმ ინიციატივებს, რომელიც შეიქმნა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასთან, მინდა შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას, ადვოკატის განმარტებით, ორივე პრეზიდენტი ერთმანეთთან შესახვედრად მზად არის და ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია, შესაბამისად ახლა ჯერი გიორგი მარგველაშვილზეა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება.

„ორივე პრეზიდენტი მზად არის ერთმანეთთან შესახვედრად, ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია და ახლა ჯერი არის გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც უნდა დაგეგმოს ვიზიტი აქ. მიხეილ სააკაშვილს არ უთხოვია ზურაბიშვილთან შეხვედრა და არც ზურაბიშვილს გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი, ამიტომ ამ საკითხს არ განვიხილავთ”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს ე.წ. ეროვნული შერიგების ინიციატივის ფარგლებში, შოთა თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება არის ყველაზე მოკლე და მარტივი გზა კრიზისის დასასრულებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა