გია ვოლსკი - მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ ექნება, თუ ვერ ავცდით საკითხებს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არა გამოვა, შეჭამს თუ არ შეჭამს, ავად არის თუ არა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, თუკი პრეზიდენტის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებები მიხეილ სააკაშვილის თემას არ გასცდება, პერსპექტივა არ ექნება.

ვოლსკის თქმით, მთელი საზოგადოება ითხოვს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, მაგრამ ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად პერსპექტიულია.

„პერსპექტიული იქნება თუკი პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტულად განსაზღვრავენ მიზანს, გეგმასა და ამოცანას, ემსახურონ საზოგადოებას. თუ ეს ამოცანა არ არსებობს და ამოცანაა, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, მაშინ გინდ პრეზიდენტი ჩაერთოს და გინდ მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი - ამას ვერ მივაღწევთ. მთავარი უნდა იყოს არა სიტყვა „შერიგება“, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა, როდესაც კამათია საკითხებზე და არა იმაზე, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არ გამოვა, შეჭამს თუ არ შეჭამს, ავად არის თუ ნაკლებად ავად არის. ჩვენ ამ საკითხს ვერ ავცდით. რასაკვირველია, თუ ვერ ავცდით, პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს და ფორმატს არ ექნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის