GITA-სა და კომპანია Elven Technologies-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა Elven Technologies - მ 350 000 ლარი გრანტის სახით მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, სტარტაპი მეხანძრის ცეცხლგაუმტარ უნიფორმას ქმნის. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს კომპანიამ გატესტა რამდენიმე პროტოტიპი.

„ექსპერიმენტების შედეგად Elven Technologies - მა მიაღწია ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვასა (8 წამი vs 40 წამი) და ორჯერ დაბალ წონას (8კგ vs 16კგ.) კომპანია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდა უნიფორმის ცალკეული დეტალები და ჩატარდა ექსპერიმენტები სახანძრო სამსახურის სატესტო გარემოში. ამ ეტაპზე Elven Technologies - მა დაასრულა პირველი ჩაცმადი გაგრილების სისტემა, რომელიც ჩამონტაჟდა ცეცხლგაუმტარ უნიფორმაში. გაგრილების სისტემის პირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ 40 წამიანი დაცვა შესაძლებელია აიწიოს 15 წუთზე, რაც კონკურენტებთან შედარებით, 100-ჯერ ხანგრძლივ დაცვას სთავაზობს მეხანძრეებს, ამავდროულად, მაინც უფრო მსუბუქია, ვიდრე არსებული უნიფორმები. 2019 წელს სტარტაპი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 2020 წელს კი Elven Technologies - მა ჯიტას 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა მოიგო. ელვენ ტექნოლოჯის"-ის გუნდმა მაშინ GITA-ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. 2021 წელს მიღებული გრანტითა და შესაბამისი ინვესტიციით კი კომპანია გეგმავს 2022 წლის განმავლობაში ცეცხლგაუმტარი უნიფორმის დასრულებასა და კომერციალიზაციისთვის მომზადებას. ამასთან ერთად, იგეგმება გაგრილების სისტემის გაუმჯობესება და MVP დონეზე მიყვანა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა