კახა ქემოკლიძე - არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, „კოკაინის" მოხმარებასა და ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრის შოთა წურწუმიას არჩევაზეც ისაუბრა. როგორც ქემოკლიძე განმარტავს, მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი სჭირდება. მისივე თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ჩვენი ქალი წარმომადგენლის მიერ კოკაინის გავრცელებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სხვის მაგალითებზე კი არ იყოს დამოკიდებული, თავად აძლევდეს მაგალითს, როგორ შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.

არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის. ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ არავისთან არ გვაქვს გარიგება. პირიქით, მუნიციპალიტეტებს სჭირდება სწორად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩემი აზრით, ჩხოროწყუ ამის კარგი მაგალითია, კარგია თუ „ქართლი ოცნება“ ამას სხვაგანაც გაითვალისწინებს“,- განმარტავს ქემოკლიძე.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და პარტია „საქართველოს" წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ქართული ოცნების" წევრებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს