საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაურია

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაურია. დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზვიად კუპრავას კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, "რატომ ძვირდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი”.

კუპრავას გარდა ამ საკითხზე კითხვები აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც სხდომაზე დასასწრებად კუპრავასთან ერთად შევიდნენ.

ზვიად კუპრავას კითხვას მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა უპასუხა და განმარტა, რომ თბილისში ყველაზე დიდ მარშრუტზე გადაადგილება აქამდე 1.2 ღირდა, ახალი სისტემით კი 1 ლარი ეღირება.

“ჩვენ შემოვიღეთ სრულიად ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ წავახალისოთ სატრანსპორტო სისტემა. შემოვიღეთ ახალი გადახდის სისტემა, რომელიც გულისხმობს პაკეტის შეძენას. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში შეძლებთ ულიმიტოდ გადაადგილებას.

ითვლება, რომ მგზავრობის კოეფიციენტი 2.5-ია. გარდა სამსახური- სახლისა, ადამიანი ორჯერ მაინც ნათესავთან მიდის ან მეგობართან, გარდა სამსახურისა. ამავდროულად მაგალითად, გლდანი- ლილოს მიმართულებით მარშრუტი ღირს 1.2 ლარი. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანს უწევს მიკროავტობუსის გამოყენება და სჭირდება მეტროც ან ავტობუსიც, ამ შემთხვევაში ღირებულება კი 1.3 ლარია. ამაზე არავინ საუბრობს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ცალსახად გაიაფდა და ამ ადამიანების რიცხვი 10-ჯერ მეტია, ვინც მხოლოდ მეტროს და ავტობუსს იყენებს”,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

რაც შეეხება ზვიად კუპრავას კითხვას, მან კომისიის წევრებს მიმართა და შესთავაზა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის ერთჯერადი ღირებულება 50 თეთრი დატოვონ, ხოლო სააბონიმენტო სისტემა ისეთი იყოს, როგორც თავად სურთ.

“მეტრო და ავტობუსი დღეს ღირს 50 თეთრი. გუშინ დაანონსდა, რომ ტარიფი იზრდება 100%-ით, ხდება ერთი ლარი. შესაბამისად საზოგადოებას აინტერესებს, რა საჭიროებიდან გამომდინარეობს, რომ ეს ტარიფი გახდეს 1 ლარი? დღეს არსებულ გაჭირვებულ სიტუაციაში ეს დიდი წნეხია”,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ასევე მან კომისიის წევრებს მიმართა და უთხრა: “მაგიდის გარშემო ვინც სხედხართ, ბოლოს როდის იყავით მეტროში?”.

მას კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ უპასუხა: “ჩემი მეტრომანი გაჩვენოთ?”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა