გიგა ბოკერია - სკეპტიციზმი არ შეცვლილა, გამყარდა იმიტომ, რომ პრეზიდენტის წამოწყებული ეს პროცესი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას

ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი.

„პირიქით კიდევ თუ სჭირდებოდა გამყარება, გამყარდა, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი ზოგადად იდეების, რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო პირველ რიგში, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს.

ამიტომ, ძალიან მიკვირს იმათი, ვინც ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთა, რითიც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ქვეყანა ამ წამს. მე თუ სწორად გავიგე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით. ამის გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ ჩემი აზრით ვართ უფსკრულის პირას და ამ ამბის შემოტრიალებას სჭირდება საზოგადოებაში ცვლილებები, რომ გაფართოვდეს წრე იმ ადამიანების, ხარისხი და შრე, რომელიც წნეხს მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე და აიძულებს მას, რომ ეს კურსი შეცვალონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას პოლიტიკური დევნის საკითხზე და მიხეილ სააკაშვილზე საუბარი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოზიციაზე თავად უნდა ისაუბროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა