CIU-ში საჯარო ლექცია „პროფესია ადვოკატი - წარმატების ფორმულა“ გაიმართა

22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „პროფესია ადვოკატი - წარმატების ფორმულა“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამასთან, დიმიტრი გაბუნიამ ლექციის ფარგლებში საკუთარი საადვოკატო გამოცდილების შესახებ ისაუბრა, სტუდენტებს გააცნო პროფესიონალი ადვოკატისთვის აუცილებელი პრინციპები და პროფესიისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ნიშან-თვისებები.

ლექცია ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვებით მიემართათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა