ანა ნაცვლიშვილი - მე დღეს მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ის არ ხედავს მის მიერ დაწყებულ პროცესს, როგორც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის გადამწყვეტ პროცესს

მე დღეს მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ის არ ხედავს მის მიერ დაწყებულ პროცესს, როგორც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის გადამწყვეტ პროცესს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატში სისტემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

„აქ არის ცხადი ამბავი, რომ პრეზიდენტს აქვს შემოთავაზება და სურვილი, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სისტემურ საკითხებზე მოხდება მსჯელობა, უფრო ფართო კონტექსტში, დროსა და სივრცეში, მათ შორის და არა უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმატი ჩაანაცვლებს სხვა ტიპის მოქმედებებს, რომელსაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ. ეს არც პრეზიდენტს უთქვამს, რომ ამ პროცესმა უნდა ჩაანაცვლოს ყველა სხვა პროცესი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ იაროს წინ და არ ვიყოთ გაჭედილი მუდმივად ჩიხში, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა აქრობს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მასობრივი შიმშილობის აქციას და აღნიშნა, რომ მთავარი არის პროტესტის შინაარსი, ხოლო ფორმები, რომელსაც პარტიები მიმართავენ შეიძლება იყოს განსხვავებული. მისივე თქმით, პროტესტის ამ ფორმას არ ეთანხმება, თუმცა, ეს არის მისი კოლეგების უფლება, თავად აირჩიონ, თუ რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.

„მგონი ეს ნორმალურია, რომ ოპოზიციაშიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა და ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიციაში პროცესები მიმდინარეობს ჯანსაღად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს