თაკო ჩარკვიანი - დავინახე, რომ სალომე ზურაბიშვილი გულწრფელად ჩართულია და აწუხებს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ქვეყანა არის ძალიან დიდ ჩიხში

დავინახე, რომ სალომე ზურაბიშვილი გულწრფელად ჩართულია და აწუხებს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ქვეყანა არის ძალიან დიდ ჩიხში, - ამის შესახებ “კანონი და სამართალის" ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ. გულწრფელად აქვს სურვილი, რომ საქართველოს განვითარების პროცესში მიეხმაროს და მიიღოს მონაწილეობა ამ ინსტიტუციამ, როგორ წარიმართება ვნახოთ, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ მაგრამ მთავარია მუშაობა დაწყებული აქვს. ჩვენი აზრები დაემთხვა, რომ სიტყვა შეთანხმება სისტემური სამართლის რეფორმებზე საუბრის დაწყებას გულისხმობს. რა თქმა ვისაუბრეთ, მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ეს ყველაფერი გადაბმულია. ხელი არ მინდა შეეშალოს ამ პროცესს, სააკაშვილის შეწყალება იქნება თუ არა ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ, ის რომ ეს ინსტუტუცია დადებითად იქნება ჩართული ამ სამართლებრივი შეთანხმების განვითარების და რეფორმირების პროცესში, ეს უთუოდ ჩანს და მე ძალიან მიხარია.

პროცესი ბუნებრივია ეს ვერ იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ხედავს თავად ამ ყველაფრის განვითარებას. უთუოდ ძალიან მონდომებულია, რაც მომწონს. დავინახე, რომ გულწრფელად ჩართულია და აწუხებს, რომ ქვეყანა ჩიხშია ამ დაპირისპირების ფონზე", - განაცხადა ჩარკვიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს