ბაჩო დოლიძე - სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და რუსთავში, ოპოზიციას საკრებულოს ფორმირება დამოუკიდებლად შეუძლია

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, 5 ოლქში - სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და რუსთავში ოპოზიციას საკრებულოს ფორმირება დამოუკიდებლად შეუძლია.

დოლიძის თქმით, ხელისუფლებას ჩხოროწყუში ერთპიროვნულად მმართველობის საშუალება აღარ მიეცემა.

"ჩვენ გვაქვს 5 ოლქი, ეს არის სენაკი,ჩხოროწყუ, ზუგდიდი,წალენჯიხა და რუსთავი, სადაც ოპოზიციას შეუძლია დამოუკიდებლად მოახდინოს საკრებულოს ფორმირება. დღეს რაც ჩხოროწყუში მოხდა - არ მივეცით "ქართულ ოცნებას" საშუალება, გაეგრძელებინა ბიუჯეტში ხელების ფათური, გაეგრძელებინა ხალხის ფულის მოპარვა და თავიანთი მეგობრების, ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნა. ეს არის ის რეზულტატი, რაც ბატონი სუბარის განცხადებას მოყვა. ვერ მოინელეს ის, რომ უკვე ჩხოროწყუში მათ არ მიეცემათ საშუალება, რომ ერთპიროვნულად ჰყავდეთ "ქართული ოცნების" აქტივი დასაქმებული და გააგრძელონ ხალხის ფულის გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, სადაც კი ოპოზიციას შეუძლია, ყველგან უნდა გააკეთოს საკრებულოს დამოუკიდებლად ფორმირება, ჩვენ არავისთან არ ვქმნით კოალიციას, ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის დაკვეთაზე და ამ დაკვეთის ადეკვატურები ვართ. ზუგდიდში,წალენჯიხაში გახარიას მხრიდან იყო შეთავაზება, რომ "ქართულ ოცნებასთან" მომხდარიყო თანამდებობების გაყოფა. ჩვენ თანამდებობები საერთოდ არ გვაინტერესებს და ვერანაირად ვერ წავალთ იმ შეთავაზებაზე, სადაც "ქართულ ოცნებას" ისევ და ისევ მიეცემა საშუალება, რომ ხალხის ფული მოიპაროს. რაც დღეს მოხდა,იგივეს თუ სხვა ოლქებში გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მისაღები იქნება, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან" საერთო არაფერი გვაქვს,ისევე, როგორც ბატონი გახარიას პარტიასთან. უბრალოდ, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ შევასრულეთ ხალხის ნება და "ქართული ოცნება" საკრებულოს მმართველობას ჩამოვაცილეთ",-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და პარტია „საქართველოს" წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა