ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კიდევ რამდენიმე ნიმუშზე კვლევა მიდის.

მისივე განცხადებით, „ომიკრონის“ შტამმა, ბევრ სხვა ქვეყანაში, „დელტა“ შტამი თითქმის უკვე ჩაანაცვლა.

„როდესაც საბჭო მიდიოდა, მაშინ გამომიგზავნეს ახალი მონაცემები, 5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის, ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე.

პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 70% უნდა იქნეს აცრილი, რომ პანდემიის დასრულებისკენ წავიდეთ. მესამე დოზა უკვე ხდება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობის და პრევენციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერის“ შემდეგ, დაცვის უნარი, იგივე „ომიკრონთან“ მიმართებაში, საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო