ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა

ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და ქვევრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.

ამასთან, საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა