დავით ჭიჭინაძე - ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს. ამის შესახებ ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

სალომე ზურაბიშვილამდე შარლ მიშელთანაც ასეთივე იმედიან-ბედნიერი დარბოდა ოპოზიცია, იმიტომ არ დაახიეს ის ხელმოწერები თავზე.

როდემდე უნდა ამასხარავებინოთ თავი კობახიძეს? ამით მხოლოდ დროს წელავენ, ამასობაში კი ქვეყანას ვკარგავთ,

მშიერ ადამიანებს კი წინ ცივი ზამთარი აქვთ და არანაირი პერსპექტივა.

შიმშილობით მოძალადეს ვერასოდეს დაამარცხებ, თან ასეთ ცინიკურს.

"ქართულ ოცნებას" არ აქვს ის მორალური ღირებულებები, რომელსაც შიმშილობით შეავიწროვებ.

ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს!

2012 წელს ხელისუფლების შეცვლაშიც ყველაზე დიდი როლი სწორედ ეკლესიამ შეასრულა“, - წერს ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო