თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადის გაძვირება იგეგმება

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, იგეგმება, რომ იურიდიულ პირებს დასუფთავების გადასახადი გაუძვირდეთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხს დედაქალაქის საკრებულო იმ ფონზე განიხილავს, როდესაც ბიზნესი ისედაც მძიმე პირობებშია.

„დასუფთავების მოსაკრებელი ყველას უძვირდება თითქმის 100 %-ით. ვიღაცებს უძვირდებათ 90 და 110%-ით, მაგრამ საშუალო ზრდა არის 90%-იანი. ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი ამ პანდემიის პირობებში გამოუვალ მდგომარეობაშია. წინასაარჩევნოდ კახა კალაძემ ბიზნესის "სტიმულირებისთვის" 4.5 მლნ ლარი დახარჯა და ამავდროულად, დასუფთავების მოსაკრებელს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესს უორმაგებს. ამასთან ერთად სხვა პროექტიც არის შემოტანილი, სადაც მხოლოდ რესტორნებსა და კაფეებს 1000 ლარის შეღავათს უკეთებს, განცხადებით რომ მიმართავენ, ჩამოაწერენ ამ დავალიანებას, ვისაც 1000 ლარი აქვს. თან იცის, რომ ბიზნესს დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადი აქვს. ამავდროულად, შემოაქვს პროექტი, რომ დასუფთავების მოსაკრებელს ორჯერ უზრდის",-განაცხადა ლიპარტელიანმა. მისი თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც "ადამიანები არაფერს აკეთებენ და "მკვდარ სულებად" ჰყავთ "თბილსერვისში გაფორმებული". "წლებია სამსახურში რომ არ ყოფილან, იმ ადამიანების ხელფასის ზრდა ბიზნესმა დასუფთავების მოსაკრებლით უნდა გადაიხადოს",-განაცხადა ლიპარტელიანმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა