ალუდა ღუდუშაური - სერიოზულ განხილვას და ანალიზს საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველკვირეულად გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება

სერიოზულ განხილვას და ანალიზს საჭიროებს ზოგადად სახალხო დამცველის მიერ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველკვირეულად გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს.

მისი თქმით, „ერთია, როცა ანგარიშს აქვეყნებ და მეორეა, რა მიზანს ემსახურება ის“.

„მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს, არამედ ვისურვებდი საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უფრო, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება...

ერთია, როცა ანგარიშს აქვეყნებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს. როცა საქმე ეხება ბავშვებს, აქ ვართ უკომპრომისოები. კარგად გახსოვთ ჩვენი ძალისხმევის შედეგად გაიღო ფართოდ კარი პანსიონატის და მათ შორის სახალხო დამცველისთვის,” - განაცხადა ღუდუშაურმა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!