თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლილე ლიპარტელიანი და მამუკა გუგეშაშვილი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ფასების გაზრდაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი მმართველი გუნდის წევრებმა მათ "ნაციონალური მოძრაობის" დრო შეახსენეს.

„მთელი ახალგაზრდული შტაბი გყავთ გაფორმებული და "ბლატობთ" აქ. შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება, ეს ჩემი ნარატივი კი არ არის, ამას სამართლიანობა ითხოვს. იგივე მუხლით ჩაჯდებით ციხეში, რა მუხლითაც გიგი უგულავას ედავებოდნენ. ეს მუქარა კი არა, ფაქტებია. გიგი უგულავა იქ გყავთ და დაიჭირეთ, თუ დასაჭერია კაცო", - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოში უმრავლესობის წევრებს.

საპასუხოდ, მათ ლილე ლიპარტელიანს და მამუკა გუგეშაშვილს მოუწოდეს, კორექტულად ესაუბრათ და საუბრის თემებს არ გასცდენოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო