„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი (50.5 პროცენტი), აჭარის ა.რ. (8.9 პროცენტი), იმერეთი (8.4 პროცენტი), ქვემო ქართლი (8.0 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (6.4 პროცენტი).

„თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (22.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.8 პროცენტი) და მშენებლობა (11.5 პროცენტი). აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (16.2 პროცენტი), მშენებლობა (14.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.1 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (14.0 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (12.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.2 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (25.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.3 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.9 პროცენტი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო