შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონზე ომბუდსმენის ანგარიშს ჯერ არ გაცნობია, თუმცა პარლამენტი დოკუმენტით დაინტერესდება და საკითხს შეისწავლის

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშს ჯერ არ გაცნობია, თუმცა პარლამენტი აღნიშნული დოკუმენტით დაინტერესდება და საკითხს შეისწავლის.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩანს, რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ მკაცრი მოპყრობა იყო.

"იმ პერიოდში ნინოწმინდაში პირადად ვიყავი ჩასული, იმყოფებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლბათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები. მაშინ მოხდა ის, რომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში გადაიყვანეს და ზოგი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშში ნინო ლომჯარია პანსიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

იხილეთ ანგარიში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა