ანზორ მელია - ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.

"შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს",- განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არაა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ტერიტორიაზე გამოყოფილი, ანზორ მელია ამბობს: "ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა".

"მეთაური არ ჰყავთ და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. "ნაციონალები" მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ",- განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი და 200-მდე ადამიანი შიმშილობს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში