ლილე ლიპარტელიანი - საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა იმას, რომ ისევ 9 წელზე ლაპარაკობენ, ამ დროს სატრანსპორტო კომპანიაც და დასუფთავების სამსახურიც პარტიული აქტივის დასაქმების ბიუროდ აქვთ გადაქცეული

კამათი მოჰყვა იმას, რომ ისევ 9 წელზე და ისევ გიგი უგულავაზე არის საუბარი, რომ თურმე 49 მილიონი მოიპარა, ამ დროს სატრანსპორტო კომპანიაც, დასუფთავების სამსახურიც მართლა პარტიული აქტივის დასაქმების ბიუროდ აქვთ გადაქცეული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლილე ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა იმას, რომ მმართველი გუნდის წევრები მათ ისევ წარსულს და "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდს ახსენებენ.

"ტრანსპორტი და დასუფთავების მოსაკრებელი იმის გამო ძვირდება, რომ ამ ადამიანებმა ხელფასები აიღონ და შევინახოთ ისევ ჩვენ, რიგითმა თბილისელებმა მათი პარტიული აქტივი. ასევე, კამათი მოჰყვა იმას, რომ დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თავის დროზე გლდანის აუზის დირექტორი იყო. კონკრეტული ფაქტები მაქვს, რომ გლდანის აუზის დირექტორობის დროს ის ინახავდა ადამიანებს. რასაც გიგი უგულავა სასამართლო და პროკურატურა ედავებოდა, რომ თითქოს პარტიული აქტივი ჰყავდა დასაქმებული, ასევე ჰყავდა მას პარტიული აქტივი დასაქმებული. საკრებულოს ყოფილი წევრები ნამყოფიც კი არ არიან გლდანის აუზზე და ხელფასს დღემდე იღებენ. ეს ადამიანები დღეს დგანან და გიგი უგულავას, კიდევ 9 წელს ახსენებენ იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ თბილისელების საჭიროებებზე",-განაცხადა ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობისა" წევრები მამუკა გუგეშაშვილი და ლილე ლიპარტელიანი მმართველი გუნდის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა და მამუკა გუგეშაშვილმა მმართველი გუნდის წევრები ფასების გაზრდის გამო გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებზე არ ზრუნავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა