ირაკლი ბერაია - ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია პასუხობს ყველა გამოწვევას, ყველა იმ რისკს და საფრთხეს, რომლის წინაშეც, შესაძლოა, დადგეს ჩვენი ქვეყანა

ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია პასუხობს ტერორიზმის სფეროში არსებულ ყველა გამოწვევას, ყველა იმ რისკს და საფრთხეს, რომლის წინაშეც, შესაძლოა, დადგეს ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს გიორგი საბედაშვილს უსმენდნენ, რომელმაც ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი წარადგინა.

ბერაიას განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც საბედაშვილმა წარადგინა, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, ტერორისტული დანაშაულის და რისკების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, ასევე, ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები.

"გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, დავსვით ბევრი კითხვა და მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ეს მოსმენა გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო თანამშრომლობას საზედამხედველო ინსტიტუტთან, როგორიც არის პარლამენტი და სამსახურის გამჭვირვალობას. დოკუმენტი არის საკმაოდ ყოვლისმომცველი და ის წარმოადგენს და შეიცავს საქართველოს ერთიანი, ეროვნული კონტრტერორისტული ძალისხმევის ჩამონათვალს მომდევნო წლების განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კონტრტერორისტული ძალისხმევის ეფექტიანობას. ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია პასუხობს ტერორიზმის სფეროში არსებულ ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე რეგიონში და ყველა იმ რისკს და საფრთხეს, რომლის წინაშეც, შესაძლოა, დადგეს ჩვენი ქვეყანა, მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს,"- განაცხადა ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო