ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება დასრულებულია და პროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად მომავალი წლის დასაწყისში შევა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება პრაქტიკულად დასრულებულია და პროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად მომავალი წლის დასაწყისში შევა.

ამასთან, ბერაიამ აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვისთვის სავალდებულო 5-წლიან ვადას აწესებს. "მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის განახლების პროცესი უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მასში ყველა ის გამოწვევა იქნება ასახული, რაც ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს. ასახული იქნება ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება, ასახული იქნება პრიორიტეტები და პრიორიტეტების ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე უსაფრთხოებოს საბჭოს აპარატში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ვერსია 10 წლის წინ არის მიღებული, დოკუმენტს ვადა არა აქვს.

"კონცეფცია შესაძლია უვადო იყოს და მას უვადო კონცეპტუალური ხედვები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, დოკუმენტი განახლებას საჭიროებს, რადგან გარემოებები იცვლება და ამ მიმართულებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი მუშაობს. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული ვართ და აღნიშნული დოკუმენტის დიდი ნაწილი თითქმის დასრულებულია", - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოლო ვერსია 2011 წლით თარიღდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო