საერთაშორისო საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა

სავაჭრო პალატასთან არსებულმა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიება საერთაშორისო იურიდიული ფირმა “Levy Faufmann-Kohler”-ის, ქართული იურიდიული ფირმების „ბი ელ სის “, „ბიჯიაი ლეგალისა“ და ,,ბი ელ ბის“ ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრაში 40-მდე კომპანიის იურიდიული მიმართულების წარმომადგენელი და ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს დააზღვიონ სხვადასხვა სამართლებრივი რისკები დავის არსებობის შემთხვევაში. ასევე, არბიტრაჟის გზით ბიზნეს დავის გადაწყვეტის უპირატესობა, შვეიცარიის, როგორც არბიტრაჟის ადგილის უპირატესობები დროის, ნეიტრალურობისა და გადაწყვეტილებების აღსრულებადობის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა GIAC-ის წესების უპირატესობებზე ბიზნეს დავების სწრაფი და სამართლიანი მოგვარებისა და უცხოური (შვეიცარიული) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების საკითხებზეც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

,,საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება საარბიტრაჟო დღეები, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას ჩვენს რეგიონში და მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვა. ასევე, საქართველოს, როგორც საერთაშორის არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ქვეყნის როგორც რეგიონში დავების გადაწყვეტის ცენტრად გარდაქმნა’’-განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ.

შეხვედრა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა