ირაკლი ხმალაძე - ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის შესასრულებლად და სპექტაკლის დასადგმელად, ჩემი აზრით, ორშაბათს კახა კალაძე საკრებულოში არ უნდა მივიდეს

ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის შესასრულებლად და სპექტაკლის დასადგმელად, ჩემი აზრით, ორშაბათს კახა კალაძე საკრებულოში არ უნდა მივიდეს, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ განმარტა, ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე თავადაც იქნება, ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და ამის საკმარისი კომპეტენცია აქვს. „50- თეთრიანი ტარიფის შენარჩუნებას რაც შეეხება, მთლიანად სატარიფო სისტემა იცვლება, არაფრის შენარჩუნებაზე და დატოლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისაუბრებს, ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის, ტყუილებსაც იტყვიან, არალოგიკურ განცხადებებსაც გააკეთებენ, ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. 3 წლის წინ შევიმუშავეთ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის თითოეული პუნქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კითხვებს, ჩვენი სამსახურის უფროსები გუშინ და დღეს კომისიის სხდომებზე დადიან და ძალიან კომპეტენტურ პასუხებს სცემენ. ორშაბათს საკრებულოში მთავარი სხდომა არის დაგეგმილი, რომელზეც თავად ვიქნები, ყველაფერზე ამომწურავ პასუხს გავცემ, მათთვის საკმარისი პასუხების გასაცემად მე მაქვს კომპეტენცია, მზად ვარ გავცე პასუხები. მათი პოლიტიკური დღის წესრიგის შესასრულებლად და სპექტაკლის დასადგმელად, ჩემი აზრით, კახა კალაძე საკრებულოში არ უნდა მივიდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო