აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს მხარს უჭერს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს „ეროვნული პლატფორმა“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინიციატივით წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს.

ამის შესახებ „ეროვნული პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ განვითარებას აფერხებს და ხელს უშლის იმ საერთო მიზნისკენ სწრაფვაში, რომელიც უკავშირდება ეროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა, მუდმივად ხაზს უსვამდა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის პროცესის აუცილებლობას. ჩვენ დღესაც მივიჩნევთ, რომ კრიზისის რაციონალურად გადასაწყვეტად და ქვეყანაში სტაბილური გარემოს შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ნორმალიზებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვან ფუნქციონირებას, მნიშვნელოვანია მომავალზე ორიენტირებული პროცესების მხარდაჭერა. მივესალმებით პრეზიდენტის მიერ დაწყებული დიალოგის ფორმატს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ნაბიჯები საფუძველს ჩაუყრის იმ აქტივობებს, რომელიც საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან,”- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს