მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი შეფერხების აღმოფხვრა აქტიურად მიმდინარეობს

მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძე შუახევისა და ქედის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბების სხდომებს დაესწრო.

ამასთან, სხდომებზე, მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა