ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 55 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სკვერის, სპორტული მოედნისა და პარკინგის ზონის საერთო ფართობი 4 800 კვ.მ-ია.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ფეხბურთის მოედნის მოწყობა, სადაც კალათბურთის ფარებიც დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომი. უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ამასთან, მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად სრულიად ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე გვექნება, რომლითაც ამ კორპუსში მცხოვრები 230 ოჯახი და ასევე, მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების მცხოვრებლები ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ღირებულება 591 176 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა