პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, გენერალური ინსპექციის, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას და პროკურატურის შემდგომ განვითარებას.

საბჭოს პროკურატურის ორგანოსა და გენერალური პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა ინდივიდუალურად მიაწოდეს ინფორმაცია წასახალისებლად წარმოდგენილი თანამშრომლების დატვირთვის, პროფესიული უნარ-ჩვევების და წახალისების სხვა საფუძვლების შესახებ, რომლის შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება პროკურატურის თანამშრომლების წახალისების თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია , რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას საქართველოს გენერალური პროკურორი ამტკიცებს.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!