კლუბების წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს ღონისძიებები ჩატარდება

კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლები და კლუბის სტუმრები არიან შეკრებილები.

ისინი შრომის ინსპექციის მხრიდან კლუბის დალუქვას აპროტესტებენ და ხელისუფლებას საკლუბო სექტორის გახსნის მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტატო გეთიამ განაცხადა, ისინი დღეს საღამოს კლუბში ღონისძიებას მაინც ჩაატარებენ და ვინც კლუბში მოვა შემდეგი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, “რომ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს მტრულ ნაბიჯზე”.

მისი თქმით, საკლუბო სექტორი პანდემიის გამო საკუთარი ნებასურვილით დაიკეტა და ორი წლის განმავლობაში იჯარებს იხდიდნენ. ამ დროის განმავლობაში შეიმუშავეს გეგმა, შრომის ისნპექციასთან კოორდინაციით უსაფრთხოდ გახსნის რეგულაციებიც მიიღეს, რისი დოკუმენტაციაც გააჩნიათ. მისივე თქმით, დოკუმენტაციით დასტურდება მიცემული პირობა, რომ კლუბებს 17 დეკემბერს გახსნის შესაძლებლობა ექნებოდათ.

“17 დეკემბერს ჩავატარეთ ღონისძიება. „ბასიანზე“ მოსული იყო შრომის ინსპექცია, გადაიღეს ვიდეოები და გაოცებულები იყვნენ, რომ ყველაფერი დაცული იყო. აქედან კმაყოფილები წავიდნენ. 18 დეკემბერს კი დაგვაშანტაჟეს და გვითხრეს, რომ უნდა გადაგვედო „ივენთები“, რათა სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება დადასტურებულიყო. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით სახელმწიფოსთან საუბრის მხრივ და საბოლოოდ პასუხი მივიღეთ, რომ არ გავიხსნებით. ეს არის ბოლო წერტილი, ან უნდა დავიხუროთ და ყველა წავიდეთ და სხვა ქვეყანაში ვიპოვოთ დასაყრდენი ან ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს შემუშავებული სწორი რეგულაციები, დადასტურებულია, რომ ვირუსის გადაცემა არის დაბალი, ვიცავთ მაქსიმალურად წესებს. ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ყველა ბიზნესს გზა აქვს გახსნილი, ერთადერთი არის კლუბი. ვიცით, რომ ადრე სახელმწიფოს ამ ყველაფრის ნგრევის მიზანმიმართული მცდელობა ჰქონდა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა, არავინ ჩვენს გახსნას არ აპირებდა და ორი წელი გვამყოფეს ტყუილში. ახლა ჩვენ გვინდა მშვიდად მუშაობის საშუალება გვქონდეს. თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ვიდრე ხალხი ჩვენს გვერდითაა, წესების დაცვით გავაგრძელებთ ივენთების კეთებას.

დღეს "ივენთები" ჩატარდება, “ბასიანი” დღეს იმუშავებს, ოღონდ, ვინც მოვა მინდა ვუთხრა, იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საღამო. აქ შეიძლება, რაღაც გართულებები მოჰყვეს, არაფერია გამორიცხული. ვინც მოვა ყველამ იცოდეთ, რომ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს მტრულ ნაბიჯზე”, - განაცხადა ტატო გეთიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო