კლუბ "ბასიანთან", სადაც ღონისძიებებია დაგეგმილი, შრომის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ

კლუბ "ბასიანთან" შრომის ინსპექციის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

ისინი სავარაუდოდ, კლუბის წარმომადგენლების დაჯარიმებას ცდილობენ, რის უფლებასაც ადგილზე მყოფი ადამიანები და კლუბის სტუმრები არ აძლევენ, მათ გამოჩენას კლუბის ტერიტორიაზე, კლუბის სტუმრების შეძახილები მოჰყვა: "არ დაგაჯარიმებინებთ!”

ამასთან, როგორც ცნობილია, კლუბ "ბასიანის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად დღეს დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს