ხატია დეკანოიძე - როდესაც იცვლება ადამიანი, რომელსაც წესით მმართველი გუნდი უნდა ენდობოდეს, ფაქტია, რაღაც არ არის წესრიგში

როდესაც იცვლება ადამიანი, რომელსაც წესით მმართველი გუნდი უნდა ენდობოდეს, ფაქტია, რომ იქ რაღაც არ არის წესრიგში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომას.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ხშირი ცვლილება, კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ პარლამენტის თავმჯდომარე იცვლება და ხშირად იცვლება, ეს ზუსტად პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია - წარმოუდგენელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფუნქცია, რაც სამწუხაროდ არ აქვს - იმის მაჩვენებელია, რომ შინაარსობრივად არავითარი საპარლამენტო რესპუბლიკა არ ვართ. შინაარსობრივად და მმართველობის სტილით ვართ ინსტიტუციონალურად მიტაცებული სახელმწიფო. მე კონკრეტული მიზეზი არ მომისმენია რატომ გადადგა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ გადაცემაში ასევე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის გორის ჰოსპიტალში დაგეგმილ ვიზიტზე და განაცხადა, რომ ამ პროცესს ოპტიმისტურად უყურებს.

გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, მას თავისი საკუთარი მოსაზრებები აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი განიხილავენ ძალიან ფართო საკითხებს.

რაღაც უჩვეულო მდგომარეობაა საქართველოში, იმდენად მძიმე პროცესებია და არადემოკრატიული, რომ ესეც კი განხილვის თემაა. მე ამ პროცესს ვუყურებ ოპტიმისტურად, არ ვუყურებ სარკასტულად”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო