მიხეილ სააკაშვილი - ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ის შენობაში მას შემდეგ, რაც სუს-ი გაუქმდება

ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ის შენობაში მას შემდეგ, რაც სუს-ი გაუქმდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სააკაშვილი კლუბების წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს.

"ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.

კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.

ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს კლუბებში შეზღუდვის მიუხედავად, ღონისძიებებს ჩაატარებენ. ამ წუთებში კლუბ "ბასიანთან" სტუმრები და საკლუბო სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე მივიდა შრომის ინსპექციის სამსახური. კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა ქვითარი არ ჩაუბარებიათ.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო