ნიკა მელია - დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო

დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო , - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შრომის ინსპექციის მიერ კლუბ „ბასიანის“ 10 000 ლარით დაჯარიმებას.

ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერიამ კლუბ „ბასიანის“ მფლობელები მოატყუა.

“უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.

მთავრობაც და თბილისის მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია.

როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია”, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს კლუბებში შეზღუდვის მიუხედავად, ღონისძიებებს ჩაატარებენ. ამ წუთებში კლუბ "ბასიანთან" სტუმრები და საკლუბო სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე მივიდა შრომის ინსპექციის სამსახური. კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა ქვითარი არ ჩაუბარებიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს