გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნა

გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნა.

როგორც ცნობილია, ავთანდილ ვარსიმაშვილი გრიბოედოვის თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელია. მას უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ეწურება.

სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაინიშნა.

თავის მხრივ, ავთანდილ ვარსიმაშვილმა კულტურის მინისტრის წინაშე თეატრის დირექტორის პოზიციაზე დასანიშნად ნიკოლოზ სვენტიცკის კანდიდატურა წარადგინა. ნიკოლოზ სვენტიცკის, რომელიც ამჟამად თეატრის დირექტორის პოზიციას იკავებს, ავთანდილ ვარსიმაშვილის მსგავსად, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ეწურება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან 21 თეატრის ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გასდის. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა ოთხ თეატრში. ესენია: გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამავე დღეს მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ.

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს კი სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ სამ თეატრში გამოცხადდა. ესენია: სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა