სალომე ზურაბიშვილი - ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს

დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისსალომე ზურაბიშვილის მილოცვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა.

"დაე, ეს ტრადიცია მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიოსთვის იქცეს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრების მაგალითად.

მშვიდობა და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოეტანოს ყველასათვის იმედისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს!",- წერს პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა