სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, 2021 წელს უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობაზე ისაუბრეს. განიხილეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებები, მათი დაინტერესების სფეროები და ობიექტები, მოქმედების ფორმები და მეთოდები. მათ ასევე განიხილეს უსაფრთხოების სამსახურის მიერ საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის გაზიარებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ჩვენ გვქონდა კითხვები რაზეც მივიღეთ ამომწურავი პასუხები და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა, რასაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და ზოგადად უსაფრთხოების სამსახური ეწევა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის საპასუხოდ და მათ წინააღმდეგ.

ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სამსახურთან, როგორც კომიტეტის, ისე ნდობის ჯგუფის ფარგლებში, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარებას, სხვადასხვა საკითხებზე მოსმენების გამართვას, ასევე, საზედამხედველო ვიზიტების განზორციელებას“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტრაპაიძე ესწრებოდა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა