ბაჩო დოლიძე - კუჭავა დასაჯეს, რადიკალური პაპუაშვილის დასმა, რომელიც კობახიძის გაგრძელებაა, იმას ნიშნავს, რომ მათი ვექტორი ცალსახაა, ხაზგასმაა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აინტერესებთ

კუჭავა დასაჯეს, მის ნაცვლად რადიკალური პაპუაშვილის დასმა, რომელიც კობახიძის გაგრძელებაა, ნიშნავს იმას, რომ მათი ვექტორი ძალიან ცალსახაა, ხაზგასმა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აინტერესებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა.

ამასთან განმარტავს, რომ ის კახა კუჭვას პრემიერის თანამდებობაზე გამორიცხავს.

კახა კუჭავას სპიკერის თანამდებობიდან წასვლა და მანდატის დატოვება მკაცრი ფორმა იყო. რა თქმა უნდა, დასაჯეს. მის ნაცვლად რადიკალური პაპუაშვილის დასმა, რომელიც კობახიძის გაგრძელებაა, ნიშნავს იმას, რომ მათი ვექტორი ძალიან ცალსახააა, ეს არის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აინტერესებთ. შესაბამისად, მოხსნილი აქვთ ის ვალდებულები, რაც კუჭავას შეიძლება ჰქონოდა აღებული „ქართული ოცნების“ სახით. ეს ჩვენ დღის წესრიგში არაფერს ცვლის. ბრძოლას ვაგრძელებთ“,- განმარტავს დოლიძე.

როგორც დოლიძე განმარტავს, მმართველ გუნდში „რღვევა მიმდინარეობს და ფაქტია, რომ დალაგებული სიტუაცია არ არის“.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა შემდეგი - კუჭავა საერთაშორისო პარტნიორებთან საკონტაქტო პერსონა ჰყავდათ. „ქართული ოცნების“ საგარეო ვექტორს და საგარეო პოლიტიკას კუჭავა ახმოვანებდა. რა თქმა უნდა, კუჭვას მოცილება ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ზურგი შეაქციეს საერთშორისო პარტნიორებს, ფეხებზე დაიკიდეს ის ვალდებულებები, რომელსაც აჟღერებდა კუჭავა „ქართული ოცნების“ სახით“,- აღნიშავს დოლიძე.

ცნობისთვის, კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა