რომან გოცირიძე - რაღაც ეტაპზე სჭირდებოდათ პარლამენტის რბილი თავმჯდომარე, ახლა სჭირდებათ ქორი, რომელიც ყველა მითითებას შეასრულებს, რასაც  ივანიშვილი დაავალებს

რაღაც ეტაპზე პარლამენტის რბილი თავმჯდომარე სჭირდებოდათ, რომელიც დასავლეთთან ილაპარაკებდა მსგავსი ენით, ახლა სჭირდებათ ქორი, რომელიც პარლამენტში ყველა დავალებას შეასრულებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ პოსტის დატოვებას.

გოცირიძის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ლეგენდა მოიფიქრა, რომ კუჭავა დიდ პროექტს ჩაუდგება სათავეში. გოცირიძის თქმით, დრო გავა და კუჭავა ყველას დაავიწყდება.

"მისი დარჩენა პარლამენტში დამამცირებელი იქნებოდა, უკვე მეორე შემთხვევა იქნებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა მეორე თავმჯდომარე მოხსნა და რიგით დეპუტატად ჩამოალაბორანტა. იგივეს გამეორება, რაც თალაკვაძეს მოუვიდა, კუჭავას მიმართ დიდი დამცირება იქნებოდა და მოიგონეს ლეგენდა, რომ რაღაც დიდ პროექტს ჩაუდგება სათავეში. თუკი, მართლა რაიმე ფორმით უნდათ ამ გადაწყვეტილების შენიღბვა, შეიძლება დანიშნონ აღმოსავლეთ ლუქსემბურგის როტჩილდებთან მოთანამშრომლე პიროვნებად, სად ლუქსემბურგი და სად საქართველო, მსგავსი რამე შეიძლება მოვიგონოთ, თუმცა, დრო გავა და ყველას დაავიწყდება, არ მგონია რამე სერიოზული შეთავაზება მიიღოს. რატომ გაათავისუფლეს? იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე სჭირდებოდათ პარლამენტის რბილი თავმჯდომარე, რომელიც დასავლეთთან ილაპარაკებდა მსგავსი ენით, ახლა სჭირდებათ ქორი, რომელიც პარლამენტში ყველა დავალებას შეასრულებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს. ჩვენ ვნახეთ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ქმედება თუნდაც თიკა ბოკუჩავასთან მიმართებით. რა პლუსი ექნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის დანიშვნას, ვიფიქრე, ვიფიქრე და აღმოვაჩინე ერთი დიდი პლუსი - წვერი გაიპარსა. პარლამენტში ნაკლები წვეროსანი იქნება, წაიღო ეს ქვეყანა წვეროსნებმა",- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა