28 დეკემბერს მობილური აპლიკაციის ,,აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა” პრეზენტაცია გაიმართება

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში მობილური აპლიკაციის ,,აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა” პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და მისი პოპულარიზაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, მობილური აპლიკაცია ,,აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ შექმნა.

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე - აფხაზეთი მდიდარია საუკუნეების განმავლობაში შექმნილი სულიერი და მატერიალური კულტურის უნიკალური ნიმუშებით, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს თვითმყოფად ნაწილადაა მიჩნეული. მობილური აპლიკაციის ,,აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია ამ უნიკალური ნიმუშების ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა, პოპულარიზაცია და მათი კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობისა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის წარმოჩენა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში - იუნესკოს (UNESCO) ჩართულობას.

აპლიკაცია მუდმივად განახლებადია და ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე.

თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია დროებით არ ვრცელდება და როგორც სხვა ყველაფერზე, ისე აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობის მონახულება-დაცვაზე ხელი არ მიგვიწვდება, ხოლო შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გამოქვეყნება პრობლემურია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს