რუსთავის კათოლიკურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება გაიმართა

რუსთავის კათოლიკურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო წირვა აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა. წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს კოორდინატორი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი, რომელმაც ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა.

„სააგენტოს წარმომადგენლები რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში დაესწრნენ ღვთისმსახურებას, რომელსაც პასტორი, ირინა სოლეი უძღვებოდა. აბაი ფაშაევი საქართველოს მთავრობის სახელით მიესალმა შეკრებილთ და წარმატებები უსურვა მათ.

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ და ქრისტეშობა მიულოცეს, აგრეთვე, რუსთავში, პროტესტანულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს. საზეიმო წირვას პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აქტიური თანამშრომლობისათვის და ხაზგასმით აღინიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წვლილი მათი პრობლემების გადაწყვეტაში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო