მიხეილ დაუშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მსგავსი მნიშვნელოვანი უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი უწყების არსებობა „ოცნებას" აშინებს - მათი მიზანია, ეს უწყება პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარონ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მსგავსი მნიშვნელოვანი უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი უწყების არსებობა „ოცნებას" აშინებს, ამიტომ, მათი ამოცანა და მიზანი ახლა არის ის, რომ ეს უწყება და მისი ძირითადი ფუნქცია - გამოძიება, პირდაპირ პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარონ, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც დაუშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს.

„რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ადრეც გვითქვამს, რომ "ოცნება" უფრო და უფრო მეტად აზიანებს და უკარგავს ფასს ინსტიტუტებს. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყოს. ასეთი რთული და დიდი რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სექტორების ჩართულობით და ფართო განხილვების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეს ჩართულობა კი „ქართულ ოცნებას“ აღარ აინტერესებს, რადგან მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებთ, სწორედ ამიტომ მათი მიზანია, ეს უწყებაც პირდაპირ დაიქვემდებარონ.

მთავარი შინაარსი არის ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომელიც მათ შორის, გამოძიებასაც მოიცავს, შესაბამისად, რადგან "ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება უნდა, რომ ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილების მქონე უწყება მის პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებაროს. შეიძლება არაერთი ფაქტორი მოვიყვანოთ, როგორიც იყო ინსპექტორის ბოლო დასკვნები და შეფასებები, დაწყებული გამოძიებები და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ამბავი აქ არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი უწყების არსებობა „ოცნებისთვის" არის შემაშინებელი, რადგან ძალაუფლების მიმართულება აინტერესებს, ამის გამო მათი ამოცანა და მიზანი ახლა არის ის, რომ ეს უწყება და მისი ძირითადი ფუნქცია - გამოძიება პირდაპირ პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებაროს", - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა