ეკატერინე ტიკარაძე - პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.

„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით. დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს ევროკავშირის გრანტის ფარგლებში შემოუერთდება“,-განაცხადა ტიკარაძემ. ​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა