მიხეილ სარჯველაძე - რეფორმის შედეგად დაგეგმილია, რომ იგივე ფუნქციების განსახორციელებლად, რაც დღეს აქვს სახელმწიფო ინსპექტორს, იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბარი იმის თაობაზე, რომ თითქოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში - სწორი არ არის.

სარჯველაძის განმარტებით, იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და ყველა ის ფუნქცია, რომელიც დღეს ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, კვლავაც იქნება შენარჩუნებული.

„რეფორმის შედეგად დაგეგმილია, რომ იგივე ფუნქციების განსახორციელებლად, რაც დღეს აქვს სახელმწიფო ინსპექტორს განსაზღვრული საკუთარი მანდატით, იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და შესაბამისად, ყველა ის ფუნქცია, რომელიც დღეს ხორციელდება, კვლავაც იქნება შენარჩუნებული მოქმედი კანონდებლობით.

საუბარი იმის თაობაზე, რომ თითქოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში - ეს სწორი არ არის, გაემიჯნება ერთმანეთისგან ინსპექტორის ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას და სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმა როცა ჩატარდა, იქ გათვალისწინებულ რეფორმებს. რაც შეეხება პირადად ქალბატონი ლონდას გადაწყვეტილება როგორი იქნება, სად გააგრძელებს და როგორ გააგრძელებს მუშაობას - ეს მის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული და მე წინასწარ არ შემიძლია ამის თაობაზე გადაწყვეტილებები მოგახსენოთ.

რაც შეეხება მისი საქმიანობის შეფასებას - იყო გარკვეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მე პირადად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ხმაურიანი გადაწყვეტილებები რამდენიმე, რომელთან დაკავშირებითაც მე პირადად, როგორც იურისტს მაქვს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლად შექმნილ ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები ისევე, როგორც ინსპექტორის იმ ფუნქციების ნაწილში, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას - ჰქონდათ წარმატებები, მანამდეც, როდესაც საკმაოდ მწყობრად და სწორად განვითარდა ეს დაწესებულება, ქალბატონი ლონდას ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა კითხვები იყო ლონდა თოლორაიას საქმიანობასთან დაკავშირებით და იყო თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული - სარჯველაძემ უპასუხა - „არამხოლოდ“.

„პოლიტიკური მდგენელი რომელ გადაწყვეტილებებშიც დიდია სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამას არ ვგულისხმობ, ძირითადად სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს