ეკატერინე ტიკარაძე - ორი წლის განმავლობაში, 7000-მდე დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში საცხოვრებელი 13 000 ოჯახს გადაეცემა

მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არცერთი დღით და არცერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

„2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ და სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა