პაატა მანჯგალაძე - პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი ხშირი ცვლილება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს, ასეთი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი ხშირი ცვლილება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს, ასეთი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არსებობს,-ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომა.

მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებს. როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, მის უკან დგას გუნდი, რომელსაც ამის ნება არ გააჩნია.

„კუჭავა რასაც აკეთებდა დიპლომატიურად, ახლა ამას გააკეთებს პაპუაშვილი პირდაპირ, ხისტად, ყოველგვარი შემოვლისა და დიპლომატიის გარეშე. ეს იქნება განსხვავება. სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არცერთი კონსტიტუციური ორგანო თავის ფუნქციას არ ასრულებს და ამას თქვენც გრძნობთ. ყველა თანამდებობა ფიქციაა. მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს სამწუხაროდ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ძალაუფლება კულუარებიდან ისევ საჯარო სივრცეში გადმოვიტანოთ, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა