ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, მოშიმშილეთა ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმეს საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, მოშიმშილეთა ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მათ შორის, დღეს ერთი ადამიანი გადაიყვანეს.

„დღეს უკვე შიმშილობის მეექვსე დღეა. მათი ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მათ შორის, დღეს ერთი ადამიანი გადაიყვანეს, წნევა დაუვარდა და ვერ ახერხებდა ადგომას. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ვიდრე ქვეყანაში არ დამთავრდება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, ასევე არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ბრძოლა გაგრძელდება. ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუმცა ყველა მეთოდით ვიბრძოლებთ, რომ არ მივცეთ საშუალება დაამყარონ დიქტატურა”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შიმშილობის დაწყება სურს, თუმცა კარვებში მათი ადგილი აღარ არის და სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანების ჩანაცვლება მოხდება.

,,ყოველდღიურად როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან გვიერთდებიან ადამიანები, კარვებში ადგილები აღარ არის და მას შემდეგ რაც გარკვეულ ადამიანებს საავადმყოფოში გადაყვანა მოუწევთ, როტაციის წესით დამატებით ჩაენაცვლებიან”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 12 კარავია გაშლილი და 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ადგილზე მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა