რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს გეგმა - "რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა თუ სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით".

„საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით.

ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ერთი ხელის მოწერაა საჭირო თუ დამოუკიდებელია და არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს საკუთარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვერ გადააბრალებს ვერაფერს და "ხელები დამიბანიას” ვერ იტყვის, მას აქვს ორი მძლავრი იარაღი, ერთის მხრივ შეწყალება და მეორე მხრივ ვეტო, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო