PIN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოში საშობაო ბაზრობა გაიმართა

People in Need (PIN), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის LAG Tskaltubo ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალურ მოედანზე, პროექტის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.

მათივე ცნობით, საშობაო ბაზრობაზე აგრეთვე მოწვეული იყვნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი წარმატებული ბიზნესები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ ახლოს გაიცნონ წყალტუბოს ადგილობრივი წარმოება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

„ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს:

პროექტი "წყალტუბოს განვითარების ჯგუფი" ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტი წყალტუბოს რეგიონში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, წვლილს შეიტანს სიღარიბის შემცირებაში და განავითარებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ინდივიდუალური ბიზნეს და სოციალური, ინიციატივები რომლებიც ინოვაციას შეიტანენ რეგიონში და გააუმჯობესებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ENPARD-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა