„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

26 დეკემბერს, საბურთალოს რაიონში, კვირაცხოვლის ქუჩის მეორე ჩიხის N6-თან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 დეკემბერს, საღამოს, 21:00 საათიდან 27 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ქავთარაძის, ჩახავას, მაღალაშვილის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გელოვანის, გურიელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, თავხელიძის, სანდრო ეულის, მინდელის და მიმდებარე ქუჩებს;

ფანჯიკიძის, ალასანიას, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუჩების ნაწილს; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს, ლორთქიფანიძის, გაზაფხულის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს; თხინვალა 1 და მე-2 აგარაკებს; სოფელი დიღმის ნაწილს.

წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს;

ზაჰესში, წყალმომარაგება შეეზღუდება: წინამძღვრიშვილის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა