ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი

მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფი მუდმივ რეჟიმში უყურებს კლინიკების დონეზე, როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში.

„ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ მონიტორინგს კლინიკებზე. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა ალტერნატიულ აზრს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება და საქართველოში ჩამოსული იყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებების მიხედვით ასევე გაიცა რეკომენდაციები. საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ არის ეს საკმარისი და მნიშვნელოვანი არის ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ნოემბერში ჩაერთნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი იმისათვის, რომ კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკული არის განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია და გვაქვს კლინიკები, სადაც 15% არის. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები. მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა